ტყუილი მესის განცხადებასთან დაკავშირებით

9 ოქტომბერს mybarca.ge-ზე განთავსდა მასალა სათაურით “ვის მისცემს ხმას მესი ოქროს ბურთის ნომინაციაზე – ლეოს კომენტარი”.

მასალაში საუბარია, თითქოს მესის უკვე გადაწყვეტილი აქვს, თუ ვის მისცემს ხმას ოქროს ბურთზე. სინამდვილეში მესი ოქროს ბურთზე ხმას საერთოდ არ აძლევს – FIFA-სა და France Football-ს შორის თანამშრომლობის გაწყვეტის შემდეგ ოქროს ბურთის გამარჯვებულს ისევ მხოლოდ ჟურნალისტები ავლენენ და ასე გრძელდება უკვე 5 წელია. მესის, როგორც არგენტინის ნაკრების კაპიტანს, ხმის მიცემა შეუძლია სხვა ჯილდოზე, FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელზე, თუმცა mybarca-ს შემთხვევაში საუბარი სწორედ ოქროს ბურთზე იყო და საქმე გვაქვს, France Football-თან საუბრისას მესი სწორედ ოქროს ბურთზე საუბრობდა და არა FIFA-ს ჯილდოზე, თუმცა ქართულ საიტზე მოყვანილი ციტატა მას არ ეკუთვნის.