ტყუილი მესის განცხადებასთან დაკავშირებით

6 დეკემბერს, ვებგვერდ halamadrid.ge-ზე განთავსდა მასალა სათაურით: “მესი:„არ მსურდა, რომ „რეალში“ ასეთი რამ მომხდარიყო“

სტატიაში საუბარია, თითქოს მესიმ ედენ აზარისა და მარსელოს ტრავმების გამო მწუხარება გამოთქვა.

გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ არგენტინელს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია და სტატია გამოგონილია.