ტყუილი მესის დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით
8 ივლისს ვებგვერდ mybarca.ge-ზე გამოქვეყნდა მასალა სახელწოდებით “განაჩენი მესის, რა გადაწყვეტილების მიღებას აპირებენ საბოლოოდ მისი დისკვალიფიკაციის შესახებ”
ტექსტში ვკითხულობთ, თითქოს სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაცია აპირებს ლიონელ მესის 2 წლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯოს, თითქოს სარჩელი უკვე გამზადებულია.
მასალას თან არ ახლავს წყარო, გადამოწმების შემდეგ კი გაირკვა, რომ კონფედერაციას ამ საკითხზე მსეჯლობა არ დაუწყია, 2 წლიანი დისკვალიფიკაცია კი უბრალოდ წესებშია გათვალისწინებული და კონფედერაციას ამ მუხლის ამოქმედებაზე ჯერ არ უმსჯელია.
მორიგი ტყუილისთვის mybarca.ge-მ მიიღო ერთი უარყოფითი შეფასება.
