ტყუილი მესის დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით
24 ივლისს ვებგვერდ live.ge-ზე გამოქვეყნდა მასალა სათაურით “ლიონელ მესის დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს”.
სტატიის თანახმად, არგენტინელ ფეხბურთელს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია შეეფარდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. სტატიის ავტორი ან სიტუაციაში ვერ გარკვა, ან ამგვარი ფორმულირება მომხმარებლების მიზიდვის მიზნით მოახდინა. ორივე შემთხვევაში, საქმე ტყუილთან გვაქვს.
საქმე ისაა, რომ მესის ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მანამდეც ჰქონდა. ამის მიზეზი ჩილესთან გამართულ მატჩში მიღებული წითელი ბარათია. CONMEBOL-მა იმსჯელა დამატებით დისკვალიფიკაციაზე და დაადგინა, რომ ეს საჭირო არაა და ავტომატური დისკვალიფიკაცია საკმარისი სასჯელია.
