ტყუილი მესის ბარსელონაში დაბრუნებასთან დაკავშირებით – mybarca.ge
14 ნოემბერს mybarca.ge-ზე განთავსდა მასალა სათაურით “საგანგებო პუნქტი მესის კონტრაქტში – ის, რაც აქამდე არ ვიცოდით”.
მასალის თანახმად, მესისა და პსჟ-ს შორის მოქმედ კონტრაქტში არსებობს პუნქტი, რომელიც არგენტინელს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პარიზული გუნდის დატოვების უფლებას აძლევს. მასალაში ინფორმაციის წყაროდ მოტანილია TV3.
ეს ინფორმაცია ტყუილია. TV3-ს ასეთი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
