ტყუილი მაური იკარდის მომავალ გუნდთან დაკავშირებით

23 ივლისს footballnews.ge-ზე განთავსდა მასალა სახელწოდებით “იკარდის მომავალი გუნდი ცნობილია”

სტატიის თანახმად, იტალიური პრესა ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს იკარდის აგენტი “ნაპოლის” წარმომადგენლებს შეხვდა. თითქოს, იკარდი ნეაპოლში გადასასვლეად თანახმაა.

სტატიაში არაფერია ნათქვამი მხარეებს შორის შეთანხმებაზე, მითუმეტეს, “ინტერსა” და “ნაპოლის” შორის შეთანხმებაზე. შესაბამისად, სათაური “იკარდის მომავალი გუნდი ცნობილია” არის ტყუილი.