ტყუილი მარკო ვერატის დასტურის შესახებ

24 აგვისტოს mybarca.ge-ზე დაიდო მასალა სათაურით “ფეხბურთელი ადასტურებს – როდის დასრულდება ნეიმარის საგა”.

როგორც სიახლის ტექსტიდან ირკვევა, საუბარია მარკო ვერატიზე. თუმცა, იტალიელი ნახევარმცველი, სათაურისგან შეუსაბამოდ, საკუთარ სურვილებზე საუბრობს და არაფერს ადასტურებს. შესაბამისად, სათაური არის ტყუილი.

P.S. იმედს გამოვთქვამთ, დადასტურებაში ის არ იგულისხმება, რომ 2 სექტემბერს ყველას გვეცოდინება, რჩება თუ არა ნეიმარი პსჟ-ში.