ტყუილი მამარდაშვილთან და სილესენთან დაკავშირებით – footballnews.ge
6 ოქტომბერს footballnews.ge-ზე განთავსდა მასალა სათაურით “ბრწყინვალე ამბავი მამარდაშვილისთვის – რა ხდება “ვალენსიაში”.
ამ მასალას თუ დავუჯერებთ, Marca იტყობინება, რომ “აიაქსი” “ვალენსიას” მეკარის, იასპერ სილესენის დამატებითაა დაინტერესებული, რაც “ღამურების” ქართველი მეკარისთვის, გიორგი მამარდაშვილისთვის კარგი ამბავია. ამბავი მართლაც სასიამოვნოა, მაგრამ ტყუილია.
Marca-ს მსგავსი ინფორმაცია არ გაუვრცელებია. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ 9 ივნისის შემდეგ არ გაუვრცელებია, footballnews.ge-ზე კი ეს ინფორმაცია გავრცელდა ოქტომბერში, მამარდაშვილთან დაკავშირებით. არადა, როდესაც Marca-მ ეს ინფორმაცია გაავრცელა, მამარდაშვილი ჯერ კიდევ საქართველოში თამაშობდა. მას შემდეგ სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა და დაიხურა, სილესენი კი “ვალენსიაში” დარჩა.
