ტყუილი მალკომის ტრანსფერთან დაკავშირებით
31 ივლისს mybarca.ge-ზე განთავსდა მასალა სათაურით “ბარსას” შემტევი რუსეთში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი გახდება”.
საუბარია მალკომზე, რომელიც “ბარსელონადან” “ზენიტში” 40 მილიონ ევროდ გადადის. სტატიის თანახმად, ეს რუსული სატრანსფერო ბაზრისთვის რეკორდული ტრანსფერი იქნება. სიმართლე კი ისაა, რომ 2012 წელს, იმავე “ზენიტმა”, ჰალკში 60 მილიონი გადაიხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ მალკომის ტრანსფერი რუსული ბაზრისთვის ყველაზე ძვირადღირებული ვერ იქნება.
