ტყუილი ლუის ენრიკეს განცხადებასთან დაკავშირებით

16 ნოემბერს halamadrid.ge-ზე დაიდო მასალა სათაურით “ლუის ენრიკე:„სერხიო რამოსის არჩევანს ყველამ პატივი უნდა სცეს“

მასალის თანახმად, ლუის ენრიკემ სერხიო რამოსის “რეალიდან” შესაძლო წასვლაზე შემდეგი განცხადება გააკეთა: “მე ვარ კატალონიელი და არ მიყვარს „რეალი“, ეს ახალი ალბათ არავისთვისაა, თუმცა სერხიო რამოსის მადრიდელთა რიგებიდან წასვლა არ გამიხარდება, ვინაიდან ის დააკლდება არამხოლოდ „ბლანკოსს“, არამედ სრულიად ესპანურ ფეხბურთს, რაც სამწუხარო იქნება.”

მასალის ეს ნაწილი მოგონილია. ლუის ენრიკეს, რომელიც სულაც არაა კატალონიელი, ასეთ რამ არ უთქვამს.