ტყუილი ლიონელ მესის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით
3 სექტემბერს footballnews.ge-ზე განთავსდა მასალა სათაურით “BREAKING – ლეო მესი “ბარსელონაში” დარჩება”.
მასალის თანახმად, ესპანური მედია იტყობინება, რომ ლიონელ მესიმ “ბარსელონაში” დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.
ეს ინფორმაცია ტყუილია. არც footballnews.ge-ზე მასალის განთავსების მომემტამდე (15:11) და არც ამ დრომდე (18:27) ესპანურ მედიას მსგავსი ინფორმაცია არ გაუვრცელებია. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მესის მამამ აღიარა, რომ “ბარსელონაში” დარჩენა გამორიცხული არაა, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ეს ინფორმაციაც მცდარია.
