ტყუილი ლეო მესის განცხადებასთან დაკავშირებით

23 აგვისტოს footballnews.ge-ზე დაიდო გამოგონილი ნიუსი სათაურით “მესის ემოციური სიტყვები: “მზად ვარ ასეთი რამ გავაკეთო ამაზონისთვის”

სტატიის თანახმად, მესიმ შემდეგი განაცხადა: “ეს ძალიან მძიმე ინფორმაციაა ნებისმიერი ადამიანისთვის. ახლა ყველას გაერთიანება გვჭირდება, რათა ყველაფერი მალე დამთავრდეს.”

“მზად ვარ დიდი თანხები გადავრიცხო და სხვა სპორტსმენებსაც მოვუწოდებ მსგავსი ქმედებისკენ. ამაზონის გადარჩენა ყველა ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესია.”

სტატიას თან არ ახლავს წყარო, გადამოწმების შემდეგ კი გაირკვა, რომ მესის ამაზონის ხანძართან დაკავშირებით განცხადება საერთოდ არ გაუკეთებია.