ტყუილი კრიშტიანუ რონალდუსთან დაკავშირებით
29 ივლისს halamadrid.ge-ზე განთავსდა მასალა სახელწოდებით “ისტორიული პრეცენდენტი შედგა – კრიშტიანო რონალდუ მადრიდშია!”
საუბარია MARCA LEYENDA-ს ჯილდოზე, რომლის მისაღებადაც რონალდუ ესპანეთის დედაქალაქს ეწვია. სტატიაში ეს მოვლენა აღწერილია, როგორც ისტორიული. ნახსენებია, რომ ეს ჯილდო მსოფლიოში რამდენიმე ვარსკვლავს აქვს მიღებული. თითქოს ეს ჯილდო უმნიშვნელოვანესია.
სიმართლე კი ისაა, რომ MARCA LEYENDA სამოცზე მეტ ადამიანს აქვს მიღებული. ეს ჯილდო, ყოველწლიურად, რამდენიმე ადამიანს გადაეცემა. მაგალითად, 2019 წელი ჯერ არ დასრულებულა და ეს ჯილდო უკვე ორმა ადამიანმა მიიღო (7 მარტს მოციგურავე ხავიერ ფერნანდესმა და 29 ივლისს კრიშტიანუ რონალდუმ). გარდა ამისა, ძნელია რონალდუს მადრიდში ვიზიტს ისტორიული ვუწოდოთ.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, halamadrid.ge-მ მორიგი უარყოფითი შეფასება დაიმსახურა.
