ტყუილი კრიშტიანუ რონალდუს განცხადებასთან დაკავშირებით

26 აგვისტოს footballnews.ge-ზე განთავსდა მასალა სახელწოდებით “წავა თუ არა მესი “ბარსელონადან” – რონალდოს პასუხი”

სტატიაში ნათქვამია, თითქოს რონალდუმ მესის “ბარსელონადან” შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

ამ სტატიაში 2 პრობლემას ვაწყდებით: სათაური სიახლის ტექსტთან შეუსაბამოა. რონალდუს არ გაუცია პასუხი კითხვაზე, წავა თუ არა მესი “ბარსელონადან”. მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ სტატია მოგონილია.