ტყუილი კრიშტიანუ რონალდუს განცხადებასთან დაკავშირებით

26 ივნისს footballnews.ge-ზე განთავსდა მასალა სათაურით “რონალდოს გენიალური სიტყვები: “მინდა მან სამუდამოდ ითამაშოს”

მასალაში ვკითხულობთ რონალდუს კომენტარს, რომელიც ლეო მესის 32 წლის იუბილეს ეძღვნება.

მასალაში არაა მითითებული წყარო, გადამოწმების შემდეგ კი გაირკვა, რომ გავრცელებული კომენტარი სიმართლეს არ შეესაბამება.

მორიგი ტყუილისთვის footballnews.ge-მ მორიგი უარყოფითი შეფასება მიიღო.