ტყუილი კონორ მაკგრეგორის განცხადებასთან დაკავშირებით
22 ივლისს footballnews.ge-ზე განთავსდა მასალა სახელწოდებით “მაკგრეგორი რონალდუს: “ქალები მეგობარო? არც კი იფიქრო, რომ..”
ერთი შეხედვით, სათაურში მოყვანილია მაკგრეგორის ციტატა და შეწყვეტილი აზრი, მაგრამ სტატიაში ვერც ამ ციტატას და ვერც მის გაგრძელებას ვერ ვხვდებით, რაც იმას ნიშნავს, რომ სტატიაში მოყვანილი ციტატა გამოგონილია, ეს კი ჩვენგან მორიგი უარყოფითი შეფასების მიღებას ნიშნავს.
