ტყუილი კილიან მბაპეს მამის განცხადებასთან დაკავშირებთ
5 ივნისს, halamadrid.ge-ს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა ტექსტი: “❗️❗️❗️❗️ BREAKING NEWS ❗️❗️❗️❗️ 🔥 მადრიდის „რეალი“ მსოფლიო ნაკრებს ქმნის! 🔥 კილიან მბაპეს მამამ განცხადების გაკეთება გადაწყვიტა 💪💪”
საიტზე გადასვლის შემდეგ კი ირკვევა, რომ საუბარია არა მბაპეს მამის განცხადებაზე, არამედ მის სავარაუდო შეხვედრაზე პსჟ-ს ხელმძღვანელობასთან და გარკვეულ თხოვნაზე. მასალიდან ირკვევა, რომ ფრანგი ფეხბურთელის მამას არანაირი განცხადება არ გაუკეთებია. შესაბამისად, წინადადება ”
კილიან მბაპეს მამამ განცხადების გაკეთება გადაწყვიტა” არის ტყუილი.
ვებგვერდმა halamadrid.ge ჩვენგან მიიღო 1 უარყოფით შეფასება.
