ტყუილი კილიან მბაპეს განცხადებასთან დაკავშირებით
2 აგვისტოს halamadrid.ge-ზე განთავსდა მასალა სათაურით “მბაპე:„მე ვუთხარი ნეიმარს, რომ „რეალში“ არ წავიდეს, ის „პსჟ“-ს სჭირდება“
სტატიაში მოყვანილია მბაპეს ციტატა, რომლის თანახმადაც, ფრანგმა ბრაზილიელ თანაგუნდელს, ნეიმარს ურჩია “რეალში” არ გადავიდეს.
რა თქმა უნდა, halamadrid.ge სტატიას წყაროს არც ამჯერად ურთავს. გადამოწმების შემდეგ კი გაირკვა, რომ მბაპემ ნეიმარის პსჟ-ში დარჩენის სურვილზე მართლაც ისაუბრა, მაგრამ მას “რეალი” საერთოდ არ უხსენებია.
ბოლო დროს, halamadrid.ge-ს ტყუილების ახალი მიმართულება დასჩემდა – ამ საიტის მწერლები რეალურად გავრცელებულ ცნობებს იღებენ და მათ “რეალს” უკავშირებენ ისე, რომ სინამდვილეში ამ ამბებს მადრიდულ გუნდთან საერთო არაფერი აქვს.
