ტყუილი კილიან მბაპეს განცხადებასთან დაკავშირებით – halamadrid.ge
8 ივნისს halamadrid.ge-ზე განთავსდა მასალა სათაურით “კილიან მბაპე:„გამორიცხული არაფერია”.
მასალის თანახმადა, მბაპე “რეალში” გადასვლას არ გამორიცხავს. ვკითხულობთ ციტატას: “არ გამოვრიცხავ „რეალში“ თამაშს, ასევე „პსჟ“-ში დარჩენას და მოვლენების სხვაგვარ განვითარებას. გამორიცხული არასდროს არაფერია”.
ეს მასალა მთლიანად მოგონილია. ერთადერთი კომენტარი, რომელიც ფრანგმა ფეხბურთელმა ბოლო დროს “რეალთან” დაკავშირებით გააკეთა, არის იმ მიზეზებზე საუბარი, რომელთა გამოც ის მადრიდულ გუნდს 2014 წელს არ შეუერთდა. “რეალში” სამომავლოდ გადასვლაზე მბაპეს არ უსაუბრია და ეს კომენტარი halamadrid.ge-ს მიერაა მოგონილი.
