ტყუილი კილიან მბაპეს განცხადებასთან დაკავშირებით

ვებგვერდი Halamadrid.ge ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს კილიან მბაპემ განაცხადა, რომ “რეალი” ერთადერთი გუნდია, რომლის გამოც ის “პარი სენ-ჟერმენს” დატოვებს.

სიახლეს თან არ ახლავს წყარო, გადამოწმების შემდეგ კი გაირკვა, რომ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია.

მბაპეს კომენტარს მადრიდული Marca ავრცელებს და ის ასე გამოიყურება: “ახლა “რეალზე” საუბრის დრო არაა. ყოველთვის ერთსა და იმავეს მეკითხებით, მაგრამ ახლა ამის დრო არაა.”

ვებგვერდმა halamadrid.ge ჩვენგან მიიღო ერთი უარყოფითი შეფასება.