ტყუილი ხუან რომან რიკელმეს განცხადებასთან დაკავშირებთ

18 სექტემბერს goal.ge-ზე განთავსდა მასალა სათაურით: “დადასტურდა: მესი ბოკა ხუნიორსში ითამაშებს”.

სტატიაში საუბარია, თითქოს რიკელმემ დაადასტურა, რომ მის გამოსამშვიდობებელ მატჩში მონაწილეობას ლეო მესიც მიიღებს, რაც ტყუილია.

სინამდვილეში, რიკელმემ შემდეგი განაცხადა: “გამიხარდება, თუ მესი ჩემს გამოსამშვიდობებელ მატჩში მონაწილეობას მიიღებს. მან მთხოვა, თარიღად ისეთი დღე შემერჩია, როდესაც მას თამაში არ უწევს. მესი ერთადერთი იქნება, რომელსაც “ბოკა ხუნიორსში არ უთამაშია და ამ მატჩში მონაწილეობის მისაღებად დავპატიჟებ. მესის “ბოკას” მაისურით ხილვა ჩემი ოცნებაა.”

რიკელმეს გამოსათხოვარი თამაში 12 დეკემბერს გაიმართება და ძნელი წარმოსადგენია, მესიმ ამ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება შეძლოს. ყოველ შემთხვევაში, ამ დროისთვის დადასტურებული არაფერია.