ტყუილი ხორენ ბაირამიანის განცხადებასთან დაკავშირებით
15 ნოემბერს sportexpress.ge-ზე განთავსდა მასალა სათაურით “სომეხი ფეხბურთელი: ქართველებო მიფრთხილდით! იცით, რას გიზამთ დღეს?! ამას აუცილებლად გავაკეთებ”.
სტატიის თანახმად, სომხეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ხორენ ბაირამიანი საქართველოს ნაკრებს ემუქრება.
სინამდვილეში, მთელი ეს სიახლე მოგონილია. ხორენ ბაირამიანის მსგავსი განცხადება არ იძებნება არც სომხურ, არც რუსულ და არც ინგლისურ ენაზე.
