ტყუილი ხავიერ ტებასის განცხადებასთან დაკავშირებით
25 ივლისს footballnews.ge-ზე განთავსდა მასალა სათაურით “ლა ლიგის პრეზიდენტი: “კომისია გრიზმანის ტრანსფერს დაბლოკავს”.
სტატიაში საუბარია ხავიერ ტებასის განცხადებაზე. ლა ლიგის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ მისმა ორგანიზაციამ ანტუან გრიზმანის “ბარსელონაში” ტრანსფერი დაბლოკოს. ტებასმა ასეთი განცხადება მართლაც გააკეთა, მაგრამ საუბარია ტრანსფერის დაბლოკვის ალბათობაზე, ხოლო footballnews.ge-ს სტატიის სათაური არის ტყუილი.
