ტყუილი კახა კალაძესთან დაკავშირებით
26 ივლისს footballnews.ge-ს ფეისბუქ გვერდზე განთავსდა პოსტი სახელწოდებით “კახა კალაძე 20 საუკეთესო ფეხბურთელს შორის მოხვდა”.
სტატიაში კი საუბარია არა 20 საუკეთესო ფეხბურთელს შორის მოხვედრაზე, არამედ პოსტსაბჭოთა გუნდებიდან ევროპულ კლუბებში გადასულ ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელებზე.
სათაური “კახა კალაძე 20 საუკეთესო ფეხბურთელს შორის მოხვდა” არის ტყუილი, რის გამოც footballnews.ge-მ მორიგი უარყოფითი შეფასება მიიღო.
