ტყუილი ისკოს შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით

31 ივლისს, halamadrid.ge-ზე განთავსდა მასალა სათაურით „რეალის“ ვარსკვლავი „მილანში“ 70 მილიონად?”

მასალის თანახმად, იტალიური გამოცემები იტყობინებიან, თითქოს “მილანი” მზადაა “რეალს” ისკოში 70 მილიონი ევრო გადაუხადოს, რაც ტყუილია.

“მილანის” ისკოთი დაინტერესების შესახებ ცნობები პერიოდულად ვრცელდება ხოლმე, მაგრამ ინფორმაცია, თითქოს იტალიელები მზად არიან 70 მილიონი გადაიხადონ, 2019 წლის აგვისტოში გავრცელდა და არა იტალიური გამოცემების, არამედ ესპანური Don Balon-ის მიერ. მას შემდეგ, არაერთი განსხვავებული ინფორმაცია გავრცელდა, მაგრამ მათ შორის არ ყოფილა 70 მილიონის ვარიანტი.