ტყუილი გრიზმანის უკმაყოფილებასთან დაკავშირებით

22 ივლისს mybarca.ge-ზე განთავსდა მასალა სახელწოდებით “ლეო მესის არაკაპიტნური საქციელი – გრიზმანი ამით უკმაყოფილოა”.

სტატიაში მოყვანილია გრიზმანის მიერ Sky Sports-ისთვის მიცემული ინტერვიუდან ნაწილი, სადაც ის, თითქოს, იმაზე საუბრობს, რომ ლეო მესის, ტრანსფერის შემდეგ, ფრანგი ჯერ არ მოუკითხავს.

გრიზმანი Sky Sports News-ს მართლაც ესაუბრა, მაგრამ მას მესიზე მსგავსი არაფერი უთქვამს.