ტყუილი გიორგი აბურჯანიას უძლიერეს ლიგაში გადასვლის შესახებ
18 ივლიისს საიტზე footballnews.ge განთავსდა სიახლე სახელწოდებით “ოფიციალურად: საქართველოს ნაკრების წევრი ევროპის უძლიერეს ლიგაში ითამაშებს”.
საქმე ეხება გიორგი აბურჯანიას, რომელიც კარიერას ჰოლანდიის ჩემპიონატში განაგრძობს.
საქმე ისაა, რომ ჰოლანდიის ჩემპიონატის ევროპის უძლიერეს ლიგად დასახელება შეფასების სფეროს სცდება და ეს აშკარად ტყუილია. არანაირი კრიტერიუმით ერედივიზიონის საუკეთესოდ მოხსენიება არ შეიძლება. UEFA-ს ოფიციალური რეიტინგით, ჰოლანდიის ჩემპიონატი ათეულშიც კი არ შედის.
ამ ტყუილის გამო საიტმა footballnews.ge-მ ჩვენგან მორიგი უარყოფითი შეფასება მიიღო.
