ტყუილი გარეთ ბეილის რეკორდთან დაკავშირებთ

23 ივლისს halamadrid.ge-ს ფეისბუქ გვერდზე განთავსდა პოსტი, რომლის აღწერაშიც ვკითხულობთ:

❗️❗️❗️ყველა დროის, ყველაზე მაღალი ხელფასი ❗️❗️❗️ 🔥 ბეილი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიას ცვლის ⭕️⭕️⭕️ ასტრონომიული ხელფასი ⭕️⭕️⭕️ 🙏🙏🙏ყველა დროის რეკორდი🙏🙏🙏

მასალაში საუბარია გარეთ ბეილის ხელფასზე. ამავე მასალის ცნობით, უელსელს ერთ-ერთ ჩინური კლუბი 5 წლის განმავლობაშ, წელიწადში 40 მილიონ ევროს, საერთო ჯამში კი 200 მილიონს ევროს სთავაზობს. ეს თანხა მოხსენიებულია ყველა დროის ყველაზე მაღალ ხელფასად და ყველა დროის რეკორდად, რაც ტყუილია. სიმართლე ისაა, რომ ამჟამად 3 ფეხბურთელი იღებს ამაზე მეტ ხელფასს როგორც წლიურად, ასევე კონტრქტის მოქმედების გათვალისწინებითაც.

ლეო მესი წლიურად 70 მილიონს, კონტრაქტის მოქმედების პერიოდში კი 320 მილიონს გამოიმუშავებს. ნეიმარი წელიწადში 62 მილიონს გამოიმუშავებს, კონტრაქტის მოქმედების პერიოდში კი 310 მილიონს. კრიშტიანუ რონალდუ წლიურად 56.5 მილიონს, კონტრაქტის მოქმედების პერიოდში კი 226 მილიონს იღებს.