ტყუილი გარეთ ბეილის მომავალთან დაკავშირებით
29 ივლისს, halamadrid.ge-ს ფეისბუქ გვერზდე განთავსდა პოსტი მინაწერით: “? რამდენიმე წუთის წინ გარეთ ბეილმა საჯარო განცხადება გააკეთა! ? საგა დასრულებულია. . . ? ყველაფერი გარკვეულია !!!”
სტატიაში საუბარია გარეთ ბეილის განაცხადებაზე. უელსელი აცხადებს, რომ არავინ იცის, რა მოხდება სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე. სტატიაში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ ყველაფერი გარკვეულია. პირიქით, საუბარია იმაზე, რომ საბოლოოდ გარკვეული არაფერია. აქედან გამომდინარე, ფეისბუქ პოსტი არის ტყუილი.
