ტყუილი გარეთ ბეილის განცხადებასთან დაკავშირებით
25 ივლისს ვებგვერდ halamadrid.ge-ზე განთავსდა მასალა სათაურით “გარეთ ბეილი:„გადაწყვეტილება მივიღე, უკვე ვიცი სად ვითამაშებ“
სტატიაში მოყვანილია გარეთ ბეილის ციტატა, რომლის თანახმადაც, უელსელს საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს.
სიახლეს თან არ ახლავს წყარო, გადამოწმების შემდეგ კი გაირკვა, რომ ბეილს ასეთ რამ არ უთქვამს. მეტიც, halamadrid.ge-ზე ამ მასალის განთავსების შემდეგ Marca-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უელსელის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია.
