ტყუილი ემილიო ბუტრაგენიოს განცხადებასთან დაკავშირებით
23 ივლისს halamadrid.ge-ს ფეიბუქ გვერდზე განთავსდა პოსტი სათაურით “ის მიდის, გადაწყვეტილება 100%-ით მიღებულია!”
საიტზე სიახლეს ქვია: “ბუტრაგენიო:„მაიორალი გუნდს დატოვებს“.
მასალაში საუბარია ემილიო ბუტრაგენიოს განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, ბორხა მაიორალის “რეალიდან” წასვლა გადაწყვეტილია.
სტატიას, ტრადიციულად, არ ახლავს წყარო. გადამოწმების შემდეგ კი გაირკვა, რომ halamadrid.ge-მ მორიგი ამბავი მოიგონა, რომელიც ემილიო ბუტრაგენიოს დააბრალა.
