ტყუილი დიეგო სიმეონეს განცხადებასთან დაკავშირებით
27 ივნისს halamadrid.ge-ზე განთავსდა მასალა სახელწოდებით “სიმეონე:„ვადასტურებ, მე მსურს „რეალის“ ფეხბურთელი, ის ზიზუს არ სჭირდება“.
მასალაში მოყვანილია დიეგო სიმეონეს ციტატა ხამეს როდრიგესის შესახებ. მასალაში მითითებული არაა წყარო, გადამოწმების შემდეგ კი გაირკვა, რომ სიმეონეს ხამეს როდრიგესის ტრანსფერის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.
halamadrid.ge-მ ჩვენგან მიიღო მორიგი უარყოფითი შეფასება.
