ტყუილი დე ლიხტის ტრანსფერთან დაკავშირებით – bayern.ge
17 ივლისს bayern.ge-ზე განთავსდა მასალა სათაურით “ოფიციალურად: დე ლიხტი ბაიერნის ფეხბურთელია”.
მასალის თანახმად დე ლიხტის “იუვენტუსიდან” “ბაიერნში” გადასვლა ოფიციალურადაა დადასტურებული, რაც ტყუილია. ინფორმაციას ჯერჯერობით მხოლოდ ჟურნალისტები ადასტურებენ. დღეს, 18 ივლისის მდგომარეობით, არც “ბაიერნს” და არც “იუვენტუსს” ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ. “იუვენტუსის” ოფიციალურ საიტზე დე ლიხტი ისევ ამ გუნდის ფეხბურთელადაა მოხსენიებული, “ბაიერნის” ოფიციალურ საიტზე კი ჰოლანდიელ მცველს საერთოდ არაფერი წერია.
დიდი ალბათობით დე ლიხტი “ბაიერნში” მალე გადავა, მაგრამ bayern.ge-ზე მასალის განთავსებიდან მეორე დღესაც კი ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არაა.