ტყუილი დე იონგთან დაკავშირებით – mybarca.ge
15 ივლისს mybarca.ge-ზე განთავსდა მასალა სათაურით “რადიკალური ზომები – რას იზამს “ბარსა”, თუ დე იონგს ვერ დაითანხმებს”.
სტატიაში ვკითხულობთ, თითქოს “ბარსელონას” წარმომადგენლები ფრენკი დე იონგს ესპანეთში დატოვებით დაემუქრნენ იმ შემთხვევისთვის, თუ ის “მანჩესტერში” გადასვლაზე უარს იტყოდა.
“Diario Sports-ის ინფორმაციით, ესპანური კლუბის წარმომადგენლებმა დე იონგს აცნობეს, რომ მას პრე-სეზონის განაცხადს მიღმა დატოვებენ, თუ წინადადებას არ დათანხმდება.” – ეს წინადადება ტყუილია. Diario Sport-ზე ამ საკითხთან დაკავშირებით მასალა მართლაც გამოქვეყნდა, მაგრამ ამ მასალაში საუბარია, რომ “ბარსელონა” ასეთ ვარიანტს განიხილავს, იმავე მასალაში ასევე საუბარია, რომ “ბარსელონა” მოვლენების ამგვარ განვითარებას არ გამორიცხავს. არსადაა ნათქვამი, რომ “ბარსელონამ” გადაწყვიტა, დე იონგი ამერიკაში არ წაიყვანოს. არც ისაა ნათქვამი, რომ “ბარსელონას” წარმომადგენლებმა ამ საკითხზე ფეხბურთელს რამე უკვე უთხრეს.