ტყუილი დავიდ ალაბასთან დაკავშირებით

halamadrid.ge-მ მოახერხა და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე არასანდრო და ტყუილების მოგონებით ცნობილი წყაროს, defensacentral-ის ინფორმაციაც კი დაამახინჯა.

რამდენიმე წუთის წინ, halamadrid.ge-ს ფეისბუქ გვერდზე გაზიარდა მასალა სათაურით Breaking News – შეთანხმება დაიხურა – დავიდ ალაბა!

არადა, თავად halamadrid-ზე განთავსებული ამავე მასალიდანვე ირკვევა, რომ არაფერი დახურულა.

რაც შეეხება უშუალოდ წყაროს, defensacentral – მისი ინფორმაციით, დავიდ ალაბა “რეალისთვის” მიუღებელ ხელფასს ითხოვს, მაგრამ ტრანსფერი არათუ გამორიცხული არაა, არამედ მადრიდულ გუნდში ავსტრიელის ხილვით მოხარულნი იქნებოდნენ.