ტყუილი დანი კარვახალის განცხადებასთან დაკავშირებით

28 ივლისს halamadrid.ge-ზე განთავსდა მასალა სახელწოდებით: “კარვახალი:„დიეგო კოშტა სამარცხვინო ფეხბურთელია“

სტატიის თანახმად, კარვახალმა კოსტაზე ასეთი რამ თქვა: “დიეგო კოშტა სამარცხვინო ფეხბურთელია და ამაში ახლაც დავრწმუნდი. „ატლეტიკოს“ დონის გუნდს ასეთი უღირსი მოთამაშე არ შეეფერება”.

ერთი შეხედვითაც კი ეჭვს იწვევს, რომ კარვახალს ასეთ რამ ეთქვა. სტატიას, რა თქმა უნდა, თან არ ახლავს წყარო, გადამოწმების შემდეგ კი გაირკვა, რომ ეს ციტატა halamadrid.ge-ს მიერაა მოგონილი.