ტყუილი ჩემპიონთა ლიგაზე განხორციელებულ ცვლილებასთან დაკავშირებით

4 აგვისტოს, mybarca.ge-ზე განთავსდა მასალა სათაურით “ოფიციალურად: ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში დიდი ცვლილებაა”

მასალის თანახმად, UEFA-მ რეგლამენტში ცვლილება შეიტანა, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდებს, წინა ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათები მომდევნო ეტაპზე არ გადაჰყვებათ. ქართული საიტის ვერსიით, ამის მიზეზი თამაშების მცირე რაოდენობაა. იქვე ვხდებით დასკვნას – არცერთი ფეხბურთელი ყვითელი ბარათების ლიმიტის ამოწურვის გამო მომდევნო შეხვედრას აღარ გამოტოვებს.

ეს ყველაფერი ტყუილია! UEFA-ს ცვლილება მხოლოდ ისაა, რომ 1/4-ფინალების ნაცვლად, ყვითელი ბარათები 1/8-ფინალის შემდეგ განულდება, ანუ, ფეხბურთელები, მიმდინარე სეზონში, დისკვალიფიკაციებს კიდევ მოიხდიან.

UEFA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად, ის ფეხბურთელები, რომლებსაც 2-2 ყვითელი ბარათი აქვთ დაგროვილი, 1/8-ფინალის განმეორებით მატჩში გაფრთხილების მიღების შემთხვევაში, მომდევნო შეხვედრას გამოტოვებენ. ასეთი მოთამაშე კი 15 არის.

1/4-ფინალიდან კი, ყვითელი ბარათები განულდება და მიმდინარე სეზონის ფორმატის გათვალისწინებით, გაფრთხილებების ლიმიტის ამოწურვის გამო, დისკვალიფიკაციის მიმდინარე გათამაშებაშივე მოხდას ვეღარავინ მოასწრებს, რადგან 3 თამაში იქნება დარჩენილი, ავტომატური დისკვალიფიკაცია კი 3 სხვადასხვა თამაშში ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში მოქმედებს.

რომ შევაჯამოთ – 1/8-ფინალის შემდეგ ნულდება, მაგრამ თუ 1/8-ფინალების ჩათვლით ვინმემ 3 ყვითელი ბარათი დააგროვა, მას 1/4-ფინალში დისკვალიფიკაციის მოხდა მოუწევს.