ტყუილი ჩავის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით – mybarca.ge
17 ოქტომბერს mybarca.ge-ზე განთავსდა მასალა სათაურით “ჩავიმ განაჩენი კიდევ ერთ ფეხბურთელს გამოუტანა”.
მასალაში საუბარია, რომ ჩავიმ სერხიო ბუსკეტსის სათადარიგო ფეხბურთელად ქცევის გადაწყვეტილება მიიღო. mybarca.ge ამ ინფორმაციის წყაროდ ხავი მიგელს ასახელებს.
ხავი მიგელი სინამდვილეში წერს, რომ ჩავიმ ბუსკეტსის ერთი თამაშით დასვენება გადაწყვიტა, რადგან ის გადაღლილია. “ვილიარეალთან” მატჩში მას ფრენკი დე იონგი შეცვლის. მიგელის ინფორმაციით ჩავის ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, თუ რა როლი ექნება ბუსკეტსს სეზონის დარჩენილ ნაწილში.