ტყუილი ჩავი სიმონსის ნეიმარის ტრანსფერში ჩართვასთან დაკავშირებით
24 ივლისს mybarca.ge-ზე განთავსდა სტატია სახელწოდებით “სენსაციური გარიგება – ჩავი სიმონსი ნეიმარის ტრანსფერშია გარეული”.
სტატიაში საუბარია თეორიაზე, რომლის თანახმადაც, ჩავი სიმონსი, “ბარსამ”, შესაძლოა, ნეიმარის ტრანსფერში გამოიყენოს. მთელი ეს თეორია სტატიის ავტორის აგებულია და მას არაფერი საერთო გავრცელებულ ცნობებთან არ აქვს, რაც სტატიის ბოლოშიცაა აღნიშნული.
სტატიის შინაარსი რომ მთლიანად ტყუილია, ამაზე ერთი ფაქტი მოქმედებს – ჩავი სიმონსი პსჟ-ს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. “ბარსელონას” მის ტრანსფერზე თანხმობა არ უთქვამს, რადგან ამ დროს ფეხბურთელს კატალონიელებთან კონტრაქტი არ აკავშირებდათ. აქედან გამომდინარე, “ბარსელონასა” და პსჟ-ს შორის არანაირი გარიგება არ შემდგარა. ეს კი ნიშნავს, რომ სტატია, განსაკუთრებით კი მისი სათაური ჩანასახშივე ტყუილია.
