ტყუილი ბოატენგის ცოლის განცხადებასთან დაკავშირებით

26 ივლისს footballnews.ge-ს ფეისბუქ გვერდზე განთავსდა მასალა სათაურით “”მზად ვარ რონალდუს მონა გავხდე” – რას ამბობს “ბარსას” ფეხბურთელის მეუღლე (ფოტოები)”. ფეისბუქ პოსტს ჰქონდა მინაწერი “ბარსელონას” ვარსკვლავის ცოლის განცხადება”.

საუბარია კევინ პრინს ბოატენგის მეუღლის განაცხადებაზე. თავი დავანებოთ იმას, რომ ბოატენგი “ბარსელონას” ვარსკვლავი არასდროს ყოფილა. საქმე ისაა, რომ არც მაშინ, როდესაც ბოატენგი “ბარსელონას” ფეხბურთელი იყო და არც მაშინ, როდესაც ეს მასალა footballnews.ge-ზე დაიდო, მელისა სატას მსგავსი რამ არ უთქვამს. ამას ემატება ისიც, რომ როდესაც ეს მასალა საიტზე და ფეისბუქზე დაიდო, ბოატენგი “ბარსელონას” ფეხბურთელი არ იყო.

ამ ტყუილისთვის footballnews.ge-მ მორიგი უარყოფითი შეფასება მიიღო და საქართველოში ყველაზე მატყუარა სპორტული საიტის წოდება გაიმყარა.