ტყუილი “ბარსელონასა” და პსჟ-ს შორის ტრანსფერის შესახებ
23 ივლისს footballnews.ge-ზე განთავსდა მასალა სათაურით “ოფიციალურად: “პარი სენ-ჟერმენსა” და “ბარსელონას” შორის ტრანსფერი შედგა”
სტატია ეხება ჩავი სიმონსს, რომელიც “პარი სენ-ჟერმენს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. 16 წლის ფეხბურთელს “ბარსელონასთან” კონტრაქტი უკვე ამოწურული ჰქონდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ “ბარსელონასა” და პსჟ-ს შორის ტრანსფერი არ შემდგარა. ფეხბურთში, ტრანსფერის განმარტება სწორედ ასეთია – როდესაც ფეხბურთელი, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს, სხვა კლუბში გადადის.
სავარაუდოდ, footballnews.ge-ს სურდა შეექმნა განცდა, თითქოს ნეიმარი პსჟ-დან “ბარსელონაში” დაბრუნდა და ამ გზით მომხმარებელი ფეისბუქიდან საიტზე გადაიყვანა. შედეგად, ამ ვებგვერდმა ჩვენგან მორიგი უარყოფითი შეფასება მიიღო.
