ტყუილი “ბარსელონას” ფეხბურთელის “ფიორენტინაში” გადასვლის შესახებ
31 ივლისს mybarca.ge-ზე განთავსდა მასალა სათაურით “ოფიციალურად: “ბარსელონა” კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა”.
როგორც სტატიიდან ირკვევა, საუბარია “ბარსელონას” ყოფილ ფეხბურთელზე, კევინ პრინს ბოატენგზე, რომელიც “სასუოლოდან” გადავიდა.
ბოატენგი “ბარსელონას” საკუთრებაში არასდროს ყოფილა, 2019 წლის 1 ივლისიდან კი, ანუ mybarca.ge-ზე სტატიის გამოქვეყნებამდე ერთი თვით ადრე, მან კატალონიურ კლუბთან ყველანაირი კავშირი გაწყვიტა და მას შემდეგ მისი “ბარსელონას” ფეხბურთელად მოხსენიება ტყუილია.
შესაბამისად, mybarca.ge-მ მორიგი უარყოფითი შეფასება მიიღო.
