ტყუილი “ბარსელონას” გულშემატკივრების ულტიმატუმის შესახებ
23 ივლისს mybarca.ge-ზე განთავსდა მასალა სათაურით “ფანების ულტიმატუმი “ბარსას” ხელმძღვანელობას – პეტიცია შექმნილია”.
სტატიაში საუბარია იმაზე, რომ “ბარსელონას” რამდენიმე გულშემატკივარმა ერნესტო ვალვერდეს გათავისუფლების მოთხოვნით რამდენიმე პეტიცია შექმნა. გარდა იმისა, რომ მასალაში არაფერია ნახსენები კონკრეტულად პეტიციების შესახებ, გაუგებარია, რა შუაშია ულტიმატუმი.
შეფასება, თითქოს “ბარსელონას” ხელმძღვანელობას ვინმემ ულტიმატუმი წაუყენა, არის ტყუილი.
