ტყუილი “ბაიერნისა” და “ბარსელონას” შესახებ

10 ოქტომბერს fcbarca.ge-ზე განთავსდა მასალა სათაურით “მიუხენის “ბაიერნი” “ბარსელონას” რამდენიმე ფეხბურთელს აკვირდება, მათ შორის არის პედრიც”.

ამ მასალის თანახმად, Sport იუწყება, რომ “ბაიერნი” პედრის, სერჟინიო დესტის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენისა და ფრენკი დე იონგის ტრანსფერებითაა დაინტერესებული, რაც ტყუილია. Sport “ბაიერნის” მხრიდან “ბარსელონას” ფეხბურთელებით დაინტერესებას სტატიას ნამდვილად უძღვნის, მაგრამ არ ასახელებს, კონკრეტულად რომელ ფეხბურთელებს ეხება საქმე, ჩამოთვლილი ოთხეული კი მოხსენიებულია იმ კონტექსტში, რომ “რეკორდმაისტერი” მათი დამატებით ადრე იყო დაინტერესებული.