ტყუილი არტურთან დაკავშირებით

2 აგვისტოს, mybarca.ge-ზე განთავსდა მასალა სათაურით “ბართომეუმ მოიტყუა – რას ამბობს არტური ბრაზილიიდან”.

მასალის მიხედვით, Ara-ს ცნობით, არტურმა, ბართომეუს ინტერვიუსთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა და პრეზიდენტი ტყუილში დაადანაშაულა. სინამდვილეში კი, Ara მსგავს ინფორმაციას არ ავრცელებს.

Ara არაფერს ამბობს არტურის განცხადებაზე. გამოცემის ცნობით, ჟურნალისტები დაუკავშირდნენ წყაროს, რომელიც არტურთან დაახლოებულია და რომელმაც ბართომეუს მიერ გაკეთებული განცხადება უარყო.