ტყუილი ანტუან გრიზმანთან დაკავშირებით

7 ივლისს ვებგვერდ mybarca.ge-ზე გამოქვეყნდა მასალა სახელწოდებით “სრული შოკი: ანტუან გრიზმანმა მთლიანი “ატლეტიკო” “პირღია დატოვა”.

მასალაში გრიზმანი მოხსენიებულია, როგორც “ატელტიკოს” ყოფილი ფეხბურთელი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ანტუან გრიზმანი ჯერ კიდევ მადრიდის “ატლეტიკოს” ფეხბურთელია.

გარდა ამისა, გაუგებარია, რა კავშირი აქვს სათაურსა და მასალის ტექსტს ერთმანეთთან.

mybarca.ge-მ ჩვენგან მორიგი უარყოფითი შეფასება მიიღო.