ტყუილი ანტუან გრიზმანის “ბარსელონაში” გადასვლასთან დაკავშირებით
მადრიდის “ატლეტიკოს” აღმასრულებელი მდივანი, ხილ მარინი აცხადებს, რომ მან ანტუან გრიზმანის “ბარსელონაში” გადასვლის შესახებ ჯერ კიდევ მარტში იცოდა. მისი თქმით, ფრანგი კარიერას კატალონიურ კლუბში განაგრძობს.
ვინაიდან “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” შორის ტრანსფერზე მოლაპარაკებები არ გამართულა და საუბარი კატალონიელთა მხრიდან ფეხბურთელის მადრიდელთა ნების საწინააღდეგოდ გამოსყიდვაზეა, “ატლეტიკოს” ნებისმიერი წარმომადგენლის განცხადება ტრანსფერის ოფიციალურ დადასტურებად არ ითვლება.
შესაბამისად, ფორმულირება “დადასტურდა: გრიზმანი ბარსელონაში გადავა” ტყუილია.
ვებგვერდმა live.ge-მ ჩვენგან მიიღო ერთი უარყოფითი შეფასება.
