ტყუილი ანდრეს ინიესტას განცხადებასთან დაკავშირებით

26 ივლისს, halamadrid.ge-ზე განთავსდა მასალა სახელწოდებით “ინიესტა:„„რეალმა“ დაუჯერებლად ძლიერი ფეხბურთელი იყიდა“.

სტატიაში საუბარია ანდრეს ინიესტას მიერ ტაკეფუსა კუბოზე გაკეთებულ კომენტარზე. სტატიის თანახმად, ინიესტამ თქვა, რომ კუბო, სწორი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, მალე “ოქროს ბურთისთვის” იბრძოლებს. ასევე თითქოს ინიესტამ თქვა, რომ ის კუბოს ესაუბრა და “ბარსელონაში” გადასვლა ურჩია.

ინიესტამ ტაკეფუსა კუბოზე მართლაც ისაუბრა და ახალგაზრდა იაპონელი შეაქო, მაგრამ ზემოთ ნახსენები მას არ უთქვამს.

მორიგი ტყუილისთვის halamadrid.ge-მ კიდევ ერთი უარყოფითი შეფასება მიიღო.