ტყუილი ალისონ ბეკერთან დაკავშირებით

10 აგვისტოს footballnews.ge-ს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი მინაწერით “დღეს “ლივერპულის” ქომაგებისთვის ძალიან სამწუხარო ინფორმაცია დადასტურდა”.

სტატიაში კი საუბარია ვარაუდებზე, რომ ალისონ ბეკერი “ჩელსის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. სტატიაში არანაირი დადასტურებული ინფორმაცია არაა ნახსენები.

შეფასება “დღეს “ლივერპულის” ქომაგებისთვის ძალიან სამწუხარო ინფორმაცია დადასტურდა” არის ტყუილი.