ტყუილი ალექსის სანჩესის “ინტერში” გადასვლასთან დაკავშირებით
21 აგვისტოს footballnews.ge-ს ფეისბუქ გვერდზე განთავსდა პოსტი სათაურით “წლის ყველაზე ხმაურიანი სატრანსფერო გარიგება – “ინტერი” დიდ ფეხბურთში ბრუნდება”.
პოსტს თან ახლავს მინაწერი: “ლუკაკუს შემდეგ იტალიურმა კლუბმა მსოფლიო დონის ვარსკვლავი გაიფორმა”.
სტატიიდან ირკვევა, რომ საუბარია ალექსის სანჩესი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, “ინტერში” გადასვლას უახლოვდება.
სტატიიდანვე ირკვევა, რომ სანჩესის ტრანსფერი დასრულებული არაა და “ინტერს” ის ჯერ არ გაუფორმებია, შესაბამისად, ფორმულირება “ლუკაკუს შემდეგ იტალიურმა კლუბმა მსოფლიო დონის ვარსკვლავი გაიფორმა” არის ტყუილი.
რაც შეეხება შეფასებას, რომ ეს წლის ყველაზე ხმაურიანი სატრანსფერო გარიგებაა, ამის შეფასება ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის მიგვინდია 🙂
